ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
Nikoloz Mameishvili, მე და ფირი ერთმანეთს ვერ ვეწყობით: მე მხედველობის პრობლემა მაქვს და ძალიან ხშირად ერთსა და იმავე კადრს ვიღებ რამდენჯერმე, რომ ფოკუსი ზუსტი იყოს, ამისათვის ყველა გადაღებულ კადრს ვნახულობ, რომ შემდეგ კადრში უკეთესი დავსვა, ფირი არ მაძლევს მაგის საშუალებას, თორე განა არ ვიცირ ომ უკეთესია
Avtandil Mamulia, გეთანხმები, პორტეტების ფოტოგრაფები გვინდა, გვაჩვენონ რა შეუძლიათ