ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
კარგია chichi, აი ეგ ფოტოშოპის პროჟექტორის განათების იმიტაციის გამოყენება ვერ დავამუღამე ართი. როცა ფოტოს გარკვეული პატარა ნაწილის განათება მინდა მიმართული პროჟექტორით, დანარჩენ ფოტოს მიბნელებს ლამის მთლიანად. ვერც youtube-ში ვიპოვე ტუტორიალი...