ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
არ ვიცი რამდენად დამსახურებულად, მაგრამ ცოტა ხნის წინ ეს კადრი დღის ფოტო იყო. რადგან ძირითადად პეიზაჟები განიხილეთ მეც ამას შევეხები. სხვაობას ხედავთ ორიგინალთან. დამუშავება გულისხმობს მხოლოდ auto level-ს, კონტრასტის მომატებას და დამუქებას გემოვნებით Added @
ეს ბოლო კადრია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დავდე გალერეაში. დამუშავების პროცედურა იგივე, იმ განსხვავებით რომ აქ გავაღიავე გემოვნებით, ისევ auto-level და კონტრასტი