ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
საინტერესო თემაა, ყოველთვის მაინტერესბდა მეც ვინ როგორ "ჩალიჩობდა" ფოტოებზე. მე რაც შემეხება დავიწყე ციფრულით და თავიდან ცოტა ზედმეტად ვხმარობდი ფოტოშოპს, ახლა აგარ მაქვს ციფრული ფირზე ვარ და ვცდილობ ძალიან არ "დავამჟავო" დამუშავებით ჩემი ფოტოები.
გაჩვენებთ რამოდენიმე ნიმუშს თუმცა მანამდე მოკლედ თუ რას ვასწორებ ძირითადად ფოტოშოპით: 1. ლეველის გასწორება 2. გადამწვარი ტონების შეძლებისდაგვარად განეიტრალება თუკი არის ფოტოზე რათქმაუნდა. ვიყენებ exposure ან hue saturation ან selective color. 3. კონტრასტი curves - linear contrast, ან ლეველით მუქ ტონებს ერთად ვუმატებ (RGB) 4. ტონების რეგულირება, უფრო ხშირად ყვითელს ან ვუმატებ ან ვაკელებ ლურჯ, ლაჯვარდ და თვითონ ყვითელ ტონებზე (seleqtive color) ხანდახან ლეველითაც ოღონდ მხოლოდ ლურჯ ტონზე გადმოვრთავ ხოლმე. 5. ექპოზიციას უფრო ვაწონასწორებ კიდე შედოუ ჰილიგქაით შეიძლება რამე გამომრჩეს, საჭიროების შემთხვევაში სხვა ხერხებსაც მივმართავ ხოლმე
გამოვიყენე ვარპი შენობის გადახრილობა ოდნავ გავასწორე, ლეველით და ქარვით კონტრასტი, ლურჯ ფერზე მომატებულია ყვითელი, ფილტრებიდან სინათლის ეფექტი, შარპი, მომატებულია ცოტა ფერები hue saturation, მზვანე ტონებზე ბალახზე და მინდორზე მოკლებულია მწვანე და აწეულია ყვითელი, სხვა არ მახსენდება არაფერი ამ ფოტოზე. ხო კიდევ მაგ გოლფს მინდვრის ერტი მონაკვეთი აქვს გადაფარებული