ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ეს დამუშავება ვფიქრობ არც ისე კარგია. უბრალოდ უკეთესად ვერ შევძელი. უმთავრესი პრობლემა რაც არის, ციხის ეზოში და კედლებზე არასწორი განათებაა. ყველანაირად ვეცადე, რომ ცის ფაქტირა განათების შესაბამისად მომერგო, მაგრამ მაინც არ გამომივიდა ისეთი როგორიც მინდოდა ყოფილიყო. Filter - Render - Lighting Effects გამოყენება ვერ ვისწავლე.
როგორც ფოტოებზე ჩანს, ასფალტი ფილაქნით შევცვალე, ცა შეცვლილია. ადამიანები და არასაჭირო ნივთები გავაქრე Healing Brush Tool-ით. ყვავები დავამატე. მათ გადასაღებად სპეციალურად წავედი სათითაოდაა თითოეული გადაღებული და ამოჭრილ-ჩასმული. ზოგიერთი რა თქმა უნდა კლონირებულია და ფორმა შეცვლილი. გამოყენებულია Image - Ajustments - desaturate, Image - Ajustments - Selective Collors, Image - Ajustments - Hue/Saturation. აგრეთვე Filter - blur - Guassian Blur, Filter - blur Sharpen - Unsharp Mask, ეს ყველაფერი რამოდენიმე ლეერის პრინციპით, რომლებიც Opacity -თი გადადის ერთმანეთში.
ამ ვარიანტს კი ყოველივე მაღლა თქმულთან ერთად, დამატებული აქვს ფილტრი Fotomatic - SkyGrad რომელიც დამატებითი პლაგინის სახით მოიპოვება ინტერნეტში და Image - Ajustments - Levels - ით ცოტა ლეველები ავწიიე, რომ სულ ბნელი არ გამოსულიყო.