ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
როდესაც რაღაც ნაწილს შავთეთრ ფოტოზე ტოვებ ფერადს, მაშინ ის ნაწილი უნდა "ყვიროდეს", ბევრ რამეს უნდა ამბობდეს. შენს ადგილზე ტბის ქვედა ნაწილს შემოდგომად გადავაქცევდი და თანაც ძალიან "მყვირალა" შემოდგომად.
tsumbusha, დადე შენებიც მაგრად მაინტერესებს
აი აზერბაიჯანული პეიზაჟი, ამ ფოტომ მოწონება დაიმსახურა და გაჩვენებთ რა იყო თავიდან
ამონათებულია ქვედა ნაწილი და ზედა ცის ნაწილი არის ჩაბნელებული, ფერები არაბუნებრივია, რამდენიმე ცხვარი რომელიც კადრს აფუჭებდა მარცხენა მხარეს მიკლონილია, შნურები თავისთავად წაშლილია, ბუნებრივ ფერებს ცოტა არაბუნებრივი ვარჩიე.
ცაზე შუმი მომცა და მოვნიშნე ცის ნაწილი, ამიტომაც გავბლარე: ფოტოშოპში ფილტრი -> Filter -> Blur -> Lens Blur (რა თქმა უნდა ბლარის სიხშირეს თვითონ ასწორებ)
ამ ფოტოს თითქმის 2 საათი ვამუშავებდი და მემგონი კარგი გამოვიდა.