ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ანარეკლში მწვანეა და ზევით თეთრი ხო? ამ ფოტოს "ზამთრის სიზმარი" რომ ჰქვია, იმაზე რას იტყვით? ზუსტად ასე იყო ჩაფიქრებული, თორემ როგორ ფიქრობთ, ზევით თუ გავათეთრე, წყლის ანარეკლზე გათეთრებას რაღა უნდოდა? მაშინ არც მონიშვნაზე წვალება აღარ დამჭირდებოდა და არც დროს დავხარჟავდი ამდენს.