ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ეს კი ჯერჯერობით, ჩემი ფოტო დამუშავენის მწვერვალია.
გამოყენებული მაქვს Quick Mask mode მონიშვნის საშუალება, არაერთხელ. აგრეთვე Gradient Map მონიშნული ველებზე. რა თქმა უნდა ფერების კორექცია selectiv color-ით და მსგავსი წვრილმანები. აგრეთვე მომიწია წამოსული თოვლის ხელოვნურად შექმნაც. მოკლედ ზუსტ და სუფთა მონიშვნას მიაქვს დიდი დრო. ამ ფოტოს დასამუშავებლად მართლა დიდი დრო დამჭირდა. დაახლოებით 6-7 საათი. დამუშავების პროცესმა რა თქმა უნდა სიამოვნება მომანიჭა და შემდეგ უკვე იმანაც, რომ პუბლიკამ ჩემი დამუშავებული ფოტო მოიწონა და ჩვენი კლუბის ჩათვლით, რამოდენიმე კლუბის საუკეთესო ნაშრომთა სიაშიც შევიდა.