ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
besos, რადიკალზე რომ ტვირთავ ავტომატურად გიზღუდავს 640 პიქსელამდე და პტიჩკაა მოსასხნელი ქვევით მანდვეა ხარისხის გრაფა სადაც 85 წერია და 100 უნდა ჩაწერო..
შენს შემოდგომის ფერებს მეც მივამატებ ერთ ნამუშევარს. ფოტო გადაღებულია დიმიტრი ნადირაძის (ditrofane) მიერ:
ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული და დამუშავებული და ნამდვილად არ მახსოვს ყველაფერი. ძირითადად სელექტივ ქალარზე მაქვს ნამუშევარი.
რაც შეეხება დროს რომელსაც ვხარჯავ ფოტოს დამუშავებაზე: 10-15 წუთი საშუალოდ. ყოფილა შემთხვევები რამდენიმე საათიც მიკეთებია სასურველი შედეგის მისაღებად. Added @
Nikoloz Mameishvili, საღოლ ვერც კი ვიფიქრებდი რომ სხვადასხვა კადრიდან არიან ბავშვი და ის კაცი მაგარია