ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
შედოუ ჰაილაითი - Image -> Adjustments -> Shadows/Highlights (Show More Options უნდა ჩაურთო ერთი პტიჩკის მიწკაპებით - როდესაც ეს ფანჯარა გამოვა იქვეა) სელექტივ ქალარი - Image -> Adjustments -> Selective Color (როდესაც ეს ფანჯარა გამოვა საცდელად რამე ფოტოზე ნახე რა ეფექტებს მოახდენს ფერებით თამაში, რომ არ მოგატყუო ეგრე ვისწავლე, ყველაფერი დავტესტე საცდელ ფოტოებზე).
შარპენის ფილტრი - Filter -> Sharpen -> Smart Sharpen (აქაც გამოვა ფანჯარა, თუ პატარა ზომის ფოტო გაქვს უკვე საიტისათვის დაპატარავებული, მაშინ Amount: 50-70-ის ფარგლებში და Radius: 0.5) ეფექტს პრევიუზევე გაჩვენებს. როდესაც დიდი ზომის ფაილს უმატებ შარპენს მაშინ შესაბამისად რადიუსის ზომა უნდა გაზარდო და ეფექტსაც ნახავ. Added @ აი შემდეგი ფოტო: გადაღებულია იმავე სერიაში და მსგავსი დამუშავებითაა: