ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ფოტო გადაღებულია თვითმფრინავის ილუმინატორიდან, რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზე. განათება რომ საშინელებაა, ხედავთ ალბათ ორიგინალში, თანაც გადაღებულია შუადღისას, რაც მოგეხსენებათ ყველაზე მურტალი დროა სინათლის ამბავში. კამერა: Nikon D70 ობიექტივი: 24-120
მე პირადად არ ვარ განსწავლილი ფოტოს ტექნიკურ მახასიათებლებში და არ ვიცი ხშირად ფოტოს მახასიათებლები როგორ გავასწორო ხოლმე, სიჩქარე რამდენი, დიაფრაგმა და ეგეთები არ ვიცი და მომკალით. ამიტომ შევეჩვიე რომ ჩემს ამ ნაკლს მერე კომპში ვასწორებ ხოლმე, რაც დამეთანხმებით არაა მთლად კარგი. ამ თემის გახსნის ერთ-ერთი მიზანიც ისაა, რომ მე თვითონ მინდა რჩევების მიღება და ვინც იცის ეს საქმე ცოტა მეც მასწავლეთ.
ფოტოშოპში მოქმედებები: შედოუ ჰაილაითი შემდეგ ცისფერი ფერის ამოღება ხმელეთისა ნაწილიდან სელექტივ ქალარის მეშვეობით (რადგან ცისფერის ანტიპოდი ფერებში წითელია, სწორედ ამ მეთიდით ვანეიტრალებ ხოლმე). შემდეგ მწვანის ამოწევა და გადაქცევა ყვითლად - იქ სადაც ყვითელი უნდა იყოს წესით. ყვითლის გადაყვანა მოწითალო-მოსტაფილოსფრო ხარისხში.
თეთრის ამონათება დ აღრუბლებიდან იგივენაირად ცისფერი ფერის მოშორება.
და ბოლოს ცისფერი დარჩა მხოლოდ ცაზე და იქ ვალურჟებ და ბრაშით ვაბნელებ ზედა ნაწილს. სულ ბოლოს ფილტრებიდან შარპენი და მისი ქვემენიუდან სმარტ შარპენი.
იმედია მოგწონთ საბოლოო შედეგი, მაგრამ ვიცი რომ საწყისი ასეთი საშინელება არ უნდა იყოს.