ორშაბათს, 11 ივლისს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, გაიმართება ჟურნალისტების აქცია. ქარტიის საბჭო ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრთან შეხვედრას და საქმეზე საიდუმლო გრიფის დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს რეპორტიორებს, მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქციაზე მობრძანდნენ ფოტოკამერებით.
"გრიფით საიდუმლო"-ს მოხსნა ნიშნავს იმას, რომ ის საქმის მასალებიც, რომელიც სახელწიფო საიდუმლოებაა, სააშკარაოზე უნდა გამოვიდეს. ვფიქრობ ცოტა არ იყოს, არარეალურ მოთხოვნაა. ჟურნალუსტურ ეთიკაში კი ნამდვილად არ წერია, რომ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის სამსახურს გარეთ გატანის უფლებაც არ გაქვს, შეგიძლია პირადი გამორჩენის მიზნით ვიღაცას მიყიდო, თუნდაც ეს ინფორმაცია საერთოდ უმნიშვნელო ხასიათის იყოს. არც ის წერია არსად, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება სახელწიფო საქმეებში ჩაერიოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას, რაიმე საქმეზე "საიდუმლო გრიფის" ახსნა მოთხოვოს. ეს ჟურნალისტიკის საქმიანობისა და ჟურნალისტის ეთიკის ფარგლებს სცილდება. ვინმეს თუ სურს ეს მოცემული შემთხვევა რაიმე საპროტესტო მოძრაობად ააგროროს არ ვიცი და დღესდღეობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი რომ ტყულაუბრალოდ არავის არ იჭერს და მითუმეტეს ამხელა დაწესებულებების მთავარ ფოტოგრაფებს, ეს ცხადია.
P.S. თუ რაიმეში ვცდები, ამიხსენით. სიამოვნებით მოვისმენ კონტრარგუმენტებს.