იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
vakho33 პოსტსაბჭოთა სივრცის დედაქალაქებში და დიდ ქალაქებში,სადაც მეტროპოლიყენია ყველგან აკრძალულია გადაღება,ასევე სხვა ბევრ სოციალისტურ,ან ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში(თუნდაც ჩინეთი) რატომ? იმიტომ რომ მეტროპოლიტენს მარტო ხალხის გადაადგილების მისია არ აკისრია,არ ვიცი შეგიმჩნევია თუ არა მეტროს გვირაბებში,ძალიან ბევრი დარბაზებია,გადასხვევები,პარალელური გვირაბები და ა.შ ეს ყველაფერი იმიტომ რომ,სამოქალაქო უსაფრთხოების სპეციალური დაწესებულებებია,უფრო კონკრეტულად ომის შემთხვევაში ყველა ნორმალურ ქვეყნებში მოსახლეობა ჩაყავთ ე.წ ბუნკერში,ანუ სპეციალურ ადგილას სადაც მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა...საქმე იმაშია რომ საბჭოთა კავშირის დროს გადაწყდა ისე, რომ მეტროში აეშენებინათ მსგავსი ნაგებობები,მათი ადგილმდებარეობა რათქმაუნდა სახელმწიფო საიდუმლოებაა...ასევე მიწისქვეშეთში ბევრი ისეთი რამ ხდება რაც უბრალო მომაკვდავებმა არ უნდა ვიცოდეთ
ბევრჯერ მსმენია,ჯაშუშს რომ მოუნდეს მაინც გადაიღებსო,ჯაშუშებმა იღონ,ჩვენ უბრალოთ მათ ხელი არ შევუწყოთ და მზა მასალა არ მივაწოდოთ