იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი ნიუანსი: შეიძლება ეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ეს ყველგან ასეა: გადაღებული ფოტო ეკუთვნის მას, ვისი აპარატითაც იქნა ფოტო გადაღებული. თუ რა თქმა უნდა წდინასწარი შეთანხმება არ მოხდა ფოტოგრაფსა და კამერის პატრონს შორის.
ასევე საზოგადოებრივ თავ შეყრის ადგილებში, ქუჩაში, ბაღში, ბარსა თუ რესტორანში, ყველგან სადაც ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალული არ არის, რაზეც შესაბამისი ფოტოგადაღების საწინააღმდეგო ნიშნები უნდა მიგვითითებდეს (წითლად გადახაზული ფოტოაპარატის სახით) შეგიძლიათ გადაიღოთ ყველა და ყველაფერი რაც ვინც და გსურთ. ვისაც არ სურს, კამერის ობიექტივში მოხვედრა, ის მსგავს თავშეყრის ადგილებში არ დადის.
და კიდევ: ხომ ამბობენ რომ თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორთში ფოტოგადაღება აკრძალულიაო, შეიძლება დაჟე დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა შენიშვნაც კი მოგცეთ. ჰკითხეთ იმავე თანამშრომელს სად წერია ეს, ან სად არის ფოტოგადაღების ამკრძალავი ნიშნები. მიიხედ მოიხედეთ, მეტროს შესასვლელს კარგად დააკვირდით, ავტობუსში საჩვენებელ ადგილს შეხედეთ, სადმე ხომ არ არის (ამკრძალავი ნიშანი) და თუ მას ვერსად იპოვით საჩვენებელ ადგილზე გამოკრულს, შეგიძლიათ დაცვის სამსახურის თანამშრომელიც კითხვის გარეშე ჩააჩხაკუნოთ. სამართალი თქვენს მხარეს იქნება. რუსეთში დაჟე მანქანის გამჩერებელი ინსპექტორის ჩაჩხაკუნებაა ნებადართული.