1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
piba, შენ შენს ქართულს მიხედე, მე ჩემსას მივხედავ და ჩვენ რომ ვილაპარაკებთ გამართულად, მერე მოვითხოვოთ ემიგრანტი შვილიშვილებისგან ქართველობა, გამარჯობა-მადლობაზე მეტი ქართული და სხვა მრავალი.. ჯერ ჩვენ გავაკეთოთ რამე იმისთვის, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში-იმის ნახევარი მაინც რასაც ისინი აკეთებენ, რათა ჩვენც ემიგრაციაში არ ამოვყოთ თავი.. შენი აზრი მაშინ არის გამართლებული როცა სხვას შეურაცხყოფას არ აყენებ.. თუმცა ვატყობ მე და ბესოს სხვა რამ გვგონია ემიგრანტობა და ქართველობა- შენ კი სხვა კუთხით განიხილავ.. ჩემთვის ქართველი ის არის, ვინც ქართულად ცხოვრობს, ქართველობს, ტკივა და აწუხებს ამ ქვეყნისა და ხალხის ბედი და არა ის, ვინც დედაბუდიანად ალაგდა საქართველოდან, თავისი ქვეყნის არც სახელის ხსენება უნდა, არც ავ-კარგი ადარდებს და არც შვილს ასწავლის ქართულს.. არც ის მიმაჩნია ქართველად, პატრიოტობა ყანწის გამოცლა და ლამაზი სადღეგრძელოს თქმა რომ ჰგონია.. ხოდა ემიგრაციაზე როცა საუბრობ აჯობებს დააზუსტო ვის და რატომ გულისხმობ..
Chalo,
ეგ არის ზუსტად ქართველობა, რომ არც წაიკითხავ, არც დაინტერესდები რა ხდება და მაინც მოუწოდებ და რჩევებს არიგებ ვინ, სად, რა და როგორ ქნას.. პ.ს. ვერ გამოვედით ქართველები "ცისფერი მთების" ეპოქიდან სამწუხაროდ..