1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
მსგავს მათემატიკურ უაზრობებს არამარტო საქართველოში, არამედ მატერიალურად გაცილებით განვითარებულ ქვეყნებშიც მრავლად წააწყდება კაცი. მოგეხსენება ამ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია, და ის ფაქტი, რომ სოციალურ ფენებს შორის უწონასწორობაა, ეს რეალუბა ყველგანაა და არა მარტო საქართველოში. უბრალოდ ალბათ ქართველებს დაგვჩემდა ყველაფრის ტრაგედიად აღქმა, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი ჩანს. ნახევარი ჭიქა წყლის არ იყოს, მავანნი იტყვიან რომ ჭიქა ნახევრამდეა სავსე, მავანნი კი ნახევრად ცარიელს უწოდებენ. ზოგისთვის ეს ტრაგედიაა, რადგან ფიქრობს რომ ჭიქა მალე დაიცლება, ზოგისთვის კი იმედი იმისა, რომ ნახევარი ჭიქა წყალი უფრო ადვილი გასავსებია, ვიდრე მთლიანად ცარიელი. ასე რომ მე შენს ფოტოში საცოდაობას და ტრაგედიას კი არა, იმედს ვხედავ და მოცემული პერსონაჟები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკური აფსურდი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გამართლება მოეძებნოს.