BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ქართველები, თემა № 95

| |
Davit Gholijashvili
post May 10 2011, 21:07
#1 

Amateur Amateur
4,876


1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში.
2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი.
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს.
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი.
7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა.
8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.

ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!

ამ კვირის თემაა: ქართველები

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topic
besos
post May 18 2011, 19:44
#2 

Amateur Amateur
1,507


piba

ჯერ ერთი, ყველა ემიგრანტს ერთ ქვაბში ხარშავ, რაც არასწორია.
მეორე, ის რომ, არ გცოდნია, რომ მხოლოდ ენის გამართული ცოდნით არ შემოიფარგლება ქვეყნის შვილობა. საქართველოშიც კი ვერ საუბრობთ გამართული ქართულით, უცხოეთში დაბადებულისგან რომ ითხოვ.
მარტო სიტყვა "მადლობთ" რად ღირს, ამ კლუბის წევრების 85% რომ არიგებს იქეთ აქეთ და ეს ფორმა გრამატიკულად სწორი ჰგონია.
ქვეყნის შვილობა იმით განისაზღვრება, თუ რა გაქვს შენ, შენი ქვეყნისთვის გაკეთებული და რას აკეთებ, და არა იმით, ქართულად გამართულად საუბრობ თუ არა. სხვა ქვეყანაში დაბადებული ქართველი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყნის შვილია და არა საქართველოსი. უთხარი გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილ ნებისმიერ თურქს, გერმანელი ხარ, თურქი არ ხარო და მერე შენს თავს დააბრალე რაც მოგივა... შეიძლება ყელი გამოგჭრას.
მე გერმანიაში ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია, მეუღლეც ქართველი მყავს და ვაჟსაც ვზრდი ქართველად. ხო და ჩემს ვაჟს უთხარი ეგ შენი ფრაზა, როცა გაიზრდება და რასაც გიპასუხებს, მერე ნუ იწყენ.
საქართველოშიც მრავლად გვყავს ქართულად მოლაპარაკე "საქართველოს შვილები", სამშობლოსთვის ცუდის მეტი არაფერი რომ არ გაუკეთებით, ისინი ჭეშმარიტი ქართველები არიან, ემიგრანტები კი, რომლებიც უცხოეთში ქართულ სკოლებს აარსებენ, ქართულ ეკლესიებს აშენებენ და ხსნიან, საქართველოს გვერდით უდგანან სულიერად თუ მატერიალურად - "ჯერ კიდევ" ქართველები არა? ყოჩაღ, ბრავო, მაგ სიმართლით შორს გაფრინდები....

ასე რომ სანამ ვინმეზე რაიმეს იტყვი, ჯერ გააანალიზე რისი თქმაც გსურს, და ისიც, ვინმეს ამით ხომ არ ავნებ, და მერე თქვი.


ჭალო

ვიცით ყველამ, რომ ეს ბოკეა და არა ფორუმ.ჯი , მაგრამ იმ პოსტებს, რომელიც აქ იწერება, სხვა ფორუმებზე ვერ უპასუხებ. აქვე უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ გთხოვ, თემაზე, რომელიც განიხილება, თუ საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, მსგავსი პოსტებით ნუ ჩაერევი. ეს ადმინისტრაციის პრეროგატივაა და თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად მიგვითითებენ ამის შესახებ.

წარმატებები
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Davit Gholijashvili   ქართველები   May 10 2011, 21:07
besos   ქართველები შტუტგარტში. 2008 წლის აგვისტ...   May 11 2011, 18:21
Maxo   რომელ სერვერზე უნდა გავაკეთო აპლოადი...   May 12 2011, 00:34
DIKARKA   :angel:   May 12 2011, 14:05
Chalo   http://s49.radikal.ru/i126/1105/96/86a47a30f68b.jpg   May 13 2011, 22:51
Nika Gabedava   საინტერესო რაღაცეები ხდება თურმე აქ ht...   May 13 2011, 23:12
Maxo   :diax: ან :arvarga:   May 14 2011, 07:43
besos   1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამო...   May 16 2011, 14:56
Davit Gholijashvili   მეტ ფოტოს ველოდი =[ მინდოდა მენახა, ვინ ...   May 17 2011, 13:12
besos   მერე და რა არის ამაში ცუდი? შენი ქვეყნ...   May 17 2011, 15:07
tavadi   piba, მთლად კორექტული ნათქვამი ვერ გამო...   May 18 2011, 13:40
Davit Gholijashvili   ძალიან გთხოვთ, კუდებს ნუ გამოაბამთ ჩე...   May 18 2011, 15:29
Chalo   აუ კარგით რა ხალხო გარჩევა.ჯი-ა თუ ფორ...   May 18 2011, 16:18
Nika Gabedava   besos, ავტობუსის ლოდინი თუ ჩემ ფოტოს მიაწ...   May 18 2011, 19:57
Chalo   სულ არ წამიკითხავსვ და არცმაქვს სურვ...   May 18 2011, 19:59
besos   Nikke Gabedava მსგავს მათემატიკურ უაზრობებს ა...   May 18 2011, 20:29
Davit Gholijashvili   ცოტა არ იყოს გამიკვირდა ამდენი ახალი ...   May 18 2011, 21:14
besos   piba შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არა შ...   May 18 2011, 21:32
tavadi   piba, შენ შენს ქართულს მიხედე, მე ჩემსას მ...   May 18 2011, 23:30
Chalo   როგორ გეტყობა რომ არ მიცნობ :))   May 19 2011, 00:21
tavadi   Chalo, მე შენი პოსტის საპასუხოდ დავწერე, თ...   May 20 2011, 01:53
pojarnik01   :bravo: :bravo:   May 20 2011, 22:03
besos   pojarnik01 ცოტა დააგვიანე, აქტუალური თემა ...   May 20 2011, 22:37
pojarnik01   besos მე მგონი უბრალოდ ფოტო დავდე,არ დამი...   May 21 2011, 17:25


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th June 2025 - 07:19

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'