1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
მეტ ფოტოს ველოდი =[ მინდოდა მენახა, ვინ როგორ ხედავს ტიპიურ ქართველ(ებ)ს, ჩვენს ტიპიურ ყოფას. ბესო - შენი ფოტო ემიგრანტ ქართველებზეა. ისინი (ჯერ კიდევ) საქართველოს შვილები არიან, თუმცა ასეთი კადრები უფრო პროპაგანდულია. დინა - მომეწონა შენი მულტინაციონული წყვილი. ჭალო - შენს ფოტოში ჩვენთვის დამახასიათებელი ურა-პატრიოტიზმი დავინახე (როგორ მოუხდა შენი ხელმოწერა "იბერია გაბრწყინდება"!) მახო - მომეწონა შენი მთიელი ჭაბუკი ნიკა - ყველაზე მეტად შენი ფოტო მომეწონა: გასაცოდავებული უმეტესობა ქართველებისა. გამოაცხადე შემდეგი თემა!
ბესო - შენი ფოტო ემიგრანტ ქართველებზეა. ისინი (ჯერ კიდევ) საქართველოს შვილები არიან, თუმცა ასეთი კადრები უფრო პროპაგანდულია.
მერე და რა არის ამაში ცუდი? შენი ქვეყნის პროპაგანდა საზღვარგარეთ, მე თუ მკითხავ საჭირო კი არა აუცილებელიცაა. ეს ფოტო კი (ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი) ზუსტად ასახავს იმ ყოფას, რაშიც 2008 წლის აგვისტოში, უცხოეთში ქართველ ემიგრანტები და არა მარტო ქართველები იყვნენ.
ფრაზა "ჯერ კიდევ" აქ ნამდვილად უადგილოა. ვერ მივხვდი ამ ფზადაში შენ რა აზრი გაატარე, მაგრამ დამერწმუნე, უცხოეთში უფრო მძაფრია, შენი ქვეყნის სიყვარული და მონატრება, ვიდრე სამშობლოში და ემიგრანტები გაცილებით უფრო მეტს აკეთებენ სამშობლოსთვის, ვიდრე სამშობლოში მყოფი პატრიოტები. ამ ხალხს, ვისაც ფოტოზე ხედავ, სამსახურიც გვერდით გადადეს და პირადი პრობლემებიც, რომელიც გაცილებით უფრო მრავალია უცხოეთში ვიდრე სამშობლოში და ქვეყანას სულიერადაც და მატერიალურადაც გვერდით ედგნენ და უდგანან. ამ ხალხმა, აქციებიდდან 2 კვირის თავზე იმდენი მოახერხა, რომ 71 ათას ევროზე მეტი გადარიცხა საქართველოში დევნილთა დასახმარებლად, პლიუს ჰუმანიტარული დახმარება, ტანსაცმლის თუ მედიკამენტების სახით. ასე რომ გთხოვ, სანამ ვინმეს შესახებ რაიმე ფრაზას გამოიყენებ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ თქვი. რადგან მაგ 2 სიტყვიანი ფრაზით, მთელს უცხოეთში მყოფ ემიგრანტთა და მათ შორის ჩემი ქართველობაც ეჭვ ქვეშ დააყენე.
დინას ფოტო მეც ძალიან მომეწონა, რაღაცით ფარაჯანოვის შემოქმედება გამახსენა.
ნიკას ფოტოში ყველაზე დიდი პარადოქსი 1=2 არის. ამაზე, სერიოზული ფსიქოლოგიური თეზისის აწყობა შეიძლება. ხოლო ავტობუსის გაჩერებაზე ავტობუსის ლოდინი, საცოდაობად ნამდვილად არ მიმაჩნია. ამ ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია. მე ამ ფოტოში იმედს უფრო ვხედავ, ვიდრე საცოდაობას. იმედს იმისა, რომ ავტობუსიც მოვა და ცხოვრებაც გაუმჯობესდება.
ჭალოს ფოტოს რაც შეეხება - ურა-პატრიოტიზმი ყველა ქვეყნის შვილებს აქვთ და ეს მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი შტრიხი არ არის.
მალხაზის ფოტოც მომეწონა, პერსონაჟი ცოტა დაბნეული და დაფიქრებული, გადაწყვეტილების ძებნის პროცესშია... Added @
QUOTE(piba @ May 17 2011, 10:12)
მეტ ფოტოს ველოდი =[
გამოაცხადეთ შემდეგი თემა პარასკევს 23:58 წუთზე (როცა კონკურსის დასრულებას 1 წუთი დააკლდება) და უფრო მეტი ფოტო დაიდება.