1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
მეტ ფოტოს ველოდი =[ მინდოდა მენახა, ვინ როგორ ხედავს ტიპიურ ქართველ(ებ)ს, ჩვენს ტიპიურ ყოფას. ბესო - შენი ფოტო ემიგრანტ ქართველებზეა. ისინი (ჯერ კიდევ) საქართველოს შვილები არიან, თუმცა ასეთი კადრები უფრო პროპაგანდულია. დინა - მომეწონა შენი მულტინაციონული წყვილი. ჭალო - შენს ფოტოში ჩვენთვის დამახასიათებელი ურა-პატრიოტიზმი დავინახე (როგორ მოუხდა შენი ხელმოწერა "იბერია გაბრწყინდება"!) მახო - მომეწონა შენი მთიელი ჭაბუკი ნიკა - ყველაზე მეტად შენი ფოტო მომეწონა: გასაცოდავებული უმეტესობა ქართველებისა. გამოაცხადე შემდეგი თემა!