გამარჯობა, დიდი ხანია ფოტოზე აღარ მიმუშავია და ცოტა ჩამოვრჩი ახალი თაობის ციფრულ აპარატებს, ეხლა მინდა ისევ დავიწყო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელი კამერა ვიყიდო, რაც წავიკითხე და ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ეს ხუთი აპარატი ავარჩიე და ეხლა მაინტერესებს ამ ხუთში რომელი ჯობია და რა განსხვავებები არის. 1)Nikon D700, 2)Nikon D300s, 3)Nikon D300, 4)Nikon D90, 5)Nikon D7000. წინასწარ დიდი მადლობა!!!
რამაზ! სადმე წამაკითხე ოღონდ უშუალოდ ნიკონის ოფიციალურ საიტზე და უშუალოდ ნიკონის კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენელის სტატია ან მსგავსი რამ სადაც ნახსენები იქნება ციფრულ "სლრ" რომელიმე აპარატზე ნახევრადპროფესიონალური . ფაქტია ვერსად ვერავინ და ვერასოდეს ვერ ამოიკითხავს ამ უაზრო სიტყვას იმიტომ რომ არ არსებობს ასეთ კატეგორია ანუ როგორც არ არსებობს პენტიუმ ხუთი მაგრამ უცოდინარი მასა ხალხის ეძახის პენტიუმ ხუთს 775 სოკეტს იმიტომ რომ P5 აწერია დედაპლატას ერთისიტყვით ორი კატეგორია არსებობს ნიკონის ამ სახეობის პროდუქციაში და ეს მე არ დამიდგენია ანუ ოფიციალური განცხდებით ნიკონის ფირმისგან ითქვა სამოყვარულო და პროფესიონალური და პირადად მე ვეთანხმები ამ სტატუსს იმიტომ რომ აპარატი ან უნდა იყოს "პ...საქექელა" და სათამაშო ან კი პროფესიონალური პროპესიონალებისთვის. ეს ნახევრად "იხვნისკარტების" ამ კლასის აპარატებში ნიკონს არ სჯერა და ამიტომაც არის ლიდერი მიუხედავად იმისა რომ მატრიცა ქენონმა გამოიგონა...ხოლო ქენონს რა აქვს და რა არა ამაზე მე საერთოდ არ ვსაუბრობ და არც რამე მითქვია...