გამარჯობა, დიდი ხანია ფოტოზე აღარ მიმუშავია და ცოტა ჩამოვრჩი ახალი თაობის ციფრულ აპარატებს, ეხლა მინდა ისევ დავიწყო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელი კამერა ვიყიდო, რაც წავიკითხე და ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ეს ხუთი აპარატი ავარჩიე და ეხლა მაინტერესებს ამ ხუთში რომელი ჯობია და რა განსხვავებები არის. 1)Nikon D700, 2)Nikon D300s, 3)Nikon D300, 4)Nikon D90, 5)Nikon D7000. წინასწარ დიდი მადლობა!!!
მცნება როგორც ესეთი ნახევრადპროფესიონალური NIKON_ს არ გააჩნია. არსებობს ორი სიტყვა ანუ პროფესიონალური და სამოყვარულო . სხვა ყველაფერი სისულელეა და უცოდინარობა.
paty
სანამ ვინმეს პროფესიონალიზმს და ცოდნა-არცოდნის საკითხს განიხილავ გირჩევ უკეთესად გაეცნო იმ თემას რაზეც ასე დარწმუნებით საუბრობ.
p.s. როგორც ნიკონს, ასევე ქენონს პირობითად (ყურადღება გაამახვილე სიტყვა პირობითზე, თორემ ოფიციალურად როგორ არის ეგ არ გვესწავლება) აქვთ აპარატების 3 კლასი: პროფი, ნახევრად პროფი და სამოყვარულო. შეგიძლია სამომავლოდ გაითვალისწინო, როცა ასე ცხარედ მოგინდება დისკუსიაში ჩართვა.