გამარჯობა, დიდი ხანია ფოტოზე აღარ მიმუშავია და ცოტა ჩამოვრჩი ახალი თაობის ციფრულ აპარატებს, ეხლა მინდა ისევ დავიწყო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელი კამერა ვიყიდო, რაც წავიკითხე და ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ეს ხუთი აპარატი ავარჩიე და ეხლა მაინტერესებს ამ ხუთში რომელი ჯობია და რა განსხვავებები არის. 1)Nikon D700, 2)Nikon D300s, 3)Nikon D300, 4)Nikon D90, 5)Nikon D7000. წინასწარ დიდი მადლობა!!!
მცნება როგორც ესეთი ნახევრადპროფესიონალური NIKON_ს არ გააჩნია. არსებობს ორი სიტყვა ანუ პროფესიონალური და სამოყვარულო . სხვა ყველაფერი სისულელეა და უცოდინარობა. http://www.nikon.ru/ru_RU/products/categor...RunQuery=0&ID=0 აქედან გამომდინარე D90 სამოყვარულოა და სამოყვარულოებში საუკეთესო ხოლო D300s კი პროფესიონალური. დავამატებ კიდევ ერთ რამეს D300 ჯობია D300s_ს ეს ჩემი აზრი არ არის ეს იმ ადამიანების აზრია ვინც პრაკტიკაში გამოცადა ორივე აპარატი ხოლო ეკონომიურობის თვალსაზრისით D90 უნივერსალური და მადლიანი "ვირი" აპარატია დამატებით კიდევ ხარისხიანი გადაღებით. მე გირჩევ რომ რუსეთის ან ბრიტანული ფორუმები წაიკითხო და აშკარად მიხვდები რომ D90 უნდა იყიდო შენ შემთხვევაში... ბოდი მხოლოდ და მერე ლინზა აირჩიო და თუ ერთი ლინზა გინდა და უნივერსალური ეს არის Nikon 18-200mm f/3.5-5.6G AF-S ED VR II Nikkor Telephoto Zoom Lens for Nikon DX-Format Digital SLR Cameras.