გამარჯობა, დიდი ხანია ფოტოზე აღარ მიმუშავია და ცოტა ჩამოვრჩი ახალი თაობის ციფრულ აპარატებს, ეხლა მინდა ისევ დავიწყო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელი კამერა ვიყიდო, რაც წავიკითხე და ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ეს ხუთი აპარატი ავარჩიე და ეხლა მაინტერესებს ამ ხუთში რომელი ჯობია და რა განსხვავებები არის. 1)Nikon D700, 2)Nikon D300s, 3)Nikon D300, 4)Nikon D90, 5)Nikon D7000. წინასწარ დიდი მადლობა!!!
ალბათ ხუმრობ!... ანუ საუკეთესო მოდელები ჩამოთვალე და რა დარიგება გინდა ამ საკითხში? ფული გქონია "მეგობარო" და იყიდე შენს მიერ ჩამოთვლილი მოდელებიდან ყველაზე ძვირი რომელიც არის და მოიხმარე მშვიდობაში.... აქსიომა: რაც უფრო ძვირია ბრენდი მით უკეთესია... ხოლო თუ ფული არ გაქვს მაშინ ტყუილად ხომ არ დაწერდი რისი საშუალებაც გაქვს. ასე რომ წარმატება...