იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ თქვენ ორივე სცდებით ხშირად ფოტოების ავტორები უფრო მეტს სცოდავენ თავისი უფლებების არცოდნით, ვიდრე ის ვინც მათ უფლებებს არღვევს.
თქვენ თვითონ არ გესმით რომ ინტელექტუალური ქონება უფრო მეტი დაცულობით სარგებლობს კანონით ვიდრე ნებისმიერი ოქრო და უძრავი ქონება..
მაგალითად:
ხშირად გინახავთ ალბათ უცხოურ ფლმებში: მიმავალ მანქანას აჩერებს პოლიციელი, უჩვენებს მას საბუთს, აგდებს მძღოლს მანქანიდან, ჯდება საჭესთან და მიჰყავს მანქანა <-- ეს არაა კანონის დარღვევა.
რატომ? საომარ ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში ადამიანს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვისი საკუთრება, თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ამას ეწოდება ქონებრივი უფლების დარღვევა.
მანქანების, სახლების, ოქროების და სხვა საგნებისაგან განსხვავებით, ინტელექტუალური ქონების ნიმუში (ფოტო, სიმღერა, ნახატი, ნაწერი, ლექსი და სხვ.) სარგებლობს ხლუხლებლობის უფლებით. საავტრო უფლებები სიცოცხლის უფლებასთან ერთად ხელუხლებელია ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც საომარ ან თუნდაც ფორსმაჟორში. იგივე პოლიციელი ვერ მოვა, შენი სახლიდან ვერ წაიღებს შენს ნამუშევარს და თავის დახატულად ვერ გაასაღებს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ხომ სასაცილოა
ფოტოზე საავტორო უფლებები ჩნდბა მაშინ, როცა შატერი გაჩხაკუნდება და არანაირი ზედმეტი, ხელოვნური დამცავი წარწერები და ქოპირაითები არაა საჭირო და კანონში ეს ცხადად არის განმარტებული. მე ფოტოს რომ ვდებ ინტერნეტში, მას აღარ სჭირდება რამე საავტორო უფლებების დადასტურება, ის მე ჩემს საკუთარ გალერეაში ავტვირთე, ასე რომ ვინც არ უნდა მოიპაროს ვერ იტყვის მე "ქუჩაში" ვიპოვნეო, იმიტომ რომ: წარმოვიდგინოთ ინტერნეტი ქალაქად სადაც ბოკე არის დიდი სავაჭრო ცენტრი, ჩემი გალერეა ბოკეზე კი არის ჩემი პატარა მაღაზია ამ სავაჭრო ცენტრში. ასე რომ ვერც ერთი გამვლელი ვერ იტყვის გზაზე ეგდო ოქრო და მე რა ვიცი ვისი იყოო.. ჩვენ ყველას ჩვენი "მაღაზიები" გვაქვს და გამოდის, რომ თუ ვინმე იპარავს რამეს, იპარავს ჩვენი დახლებიდან.
ნინო: სიკვდილის მერე საავტორო უფლებების გავრცელება აბსოლუტურად ლოგიკურია და მას გარკვეული ვადა აქვს. ასე მაგალითად, ფოტოზე სულ რაღაც 25 წელი ვრცელდება საავტორო უფლებები და სიცოცხლეშივე შეიძლება დაკარგო საავტორო უფლება ფოტოზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოტო შენს გადაღებულად აღარ ითვლება და მისი კომერციულად გამოყენება შენს უკითხავად, არ ისჯება კანონით - ეს ნიშნავს რომ მისი გავრცელების უფლება სხვებსაც აქვთ, მგრამ არა ფინანსური მოგების ნახვის უფლება. ანუ შენ შენი ფოტოს გავრცელების ექსკლუზივს კარგავ. თუმცა ისევ შეგიძლია ის კომერციული მიზნით გამოიყენო. სხვებს აქვთ უფლება დადონ საიტებზე ისე რომ შენ არ შეგეკითხონ..
მაგრამ სიმღერაზე და მუსიკაზე ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 75 წლის მანძილზე ვრცელდება საავტრო უფლებები. რაც მის შთამომავლობას უტოვებს ექსკლუზიურ უფლებებს ნაწარმოების გავრცელებაზე.
წარმოვიდგინოთ მხატვრული ნაწარმოები (მუსიკა): ეს არის შემოსავლის წყარო. კომპოზიტორი დურგალი არაა სკამები და მაგიდები რომ აკეთოს და გაყიდოს, ის ქმნის მუსიკას და სრული უფლება აქვს თავის მუსიკიდან მიიღოს შემოსავალი. დავუშვათ დურგალი, რომელსაც 100 სკამი ჰქონდა დამზადებული და დასაწყობებული, გარდაიცვალა. აქვს თუ არა მის შთამომავლობას უფლება გაყიდოს მშობლის ქონება? რომელიც უკვე მათია? პასუხი დადებითია. მაშასადამე რატომ არ უნდა ჰქონდეს კომპოზიტორის ოჯახის წევრებს იმის უფლება რომ მათი მშობლის ნაღვაწი გაყიდონ და ამაში ფული აიღონ?
დურგალი რამეთი მეტია კომპოზიტორზე? რატომ გგონიათ, რომ ის რასაც კომპოზიტორი წერს აუცილებლად უნდა ჩამოურიგოს ხალხს და ამაში არაფერი აიღოს? მორალურადაც და კანონიერადაც მემკვიდრეები აბსოლუტურად მართალნი არიან.
ინტელექტუალური ქონების მოპარვა (გამოყენება ნებისმიერი(!) გზით, თუნდაც კანონდამრღვევი არანაირ ფინანსურ მოგებას არ ნახულობდეს, თუნდაც შენს სახელსა და გვარს აწერდეს) არის კანონის დარღვევა. შენ ადამიანს ართმევ ქონებას მუქთად, მაშინ როცა მისი გამოყენებისათვის დაწესებულია გარკვეული გადასახადი. კანონდამრღვევი ავრცელებს შენს ნამუშევრებს იქ სადაც სენ არ გაგივრცელებია და შეიძლება სულაც არ აპირებ გავრცელებას. ან თუ აპირებ მით უფრო უარესი, შენ ის პირველობის უფლებას გართმევს. რაც ორმაგი დარღვევაა.
ჯერ კარგად გაიგეთ რა უფლებები გაქვთ თქვენს ნაწარმოებზე, ეს თქვენთვის იქნება უფრო კარგი.