იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
საერთოდ უნდა გაითვალისწინოთ რომ ქურდიც და ცუდი მეპატრონე (შემნახველი) ერთნაირად დამნაშავეა.
როდესაც ინტერნეტში დებ ფოტოებს და საერთოდ ნებისმიერ რამეს უნდა იცოდე რომ მას მილიონობით ადამიანი ნახულობს და შესაძლებელია ის ვინმემ საჭიროების მიხედვით გამოიყენოს. თუ არ გინდა რომ ეს ვინმემ გამოიყენოს საჯაროდ ნუ გამოაქვეყნებ და ნუ დადებ ისეთ ადგილას საიდანაც შესაLებელია ამ ფოტოების აღება და გამოყენება, და თუ მაინც გამოაქვეყნებ მაშინ დაადე ისეთი დამცავი ნიშნები რომ სხვისი გამოყენების შემთხვევაშიც კი ავტორის ვინაობა იქნება ცნობილი.
ეს ისეთივე რაღაცაა ქუჩაში ოქრო რომ დააგდო, შემდეგ ვინმე გამვლელმა რომ ოქრო აიგოს და შენ ჩხუბი დაუწყო ეს ოქრო ჩემი იყო და რატო აიღეო. ამ შემთხვევაში ეს ქუჩა არის ინტერნეტი, გამვლელი კი მისმი მომმარებელი, ამიტომ ინტერნეტში რასაც დააგდებ ისევე როგორც ქუჩაში მას ვიღაცა იპოვის და აიღებს