იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
მე რომ სასამართლო მოვიგე ფოტოზე გამოსახული იყო ერთ-ერთი აქციის ფოტო: 2008 წლის 12 აგვისტო, პარლმენტის წიწ ჩატარდა აქცია, პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით. სესაბამისად ესეც იყო რეპორტაჟული ფოტო.
მაგრამ: მე თუ ვარ დაქირავებული ფოტოგრაფი და ვიღებ რეპორტაჟს მაშინ არ ვრცელდება ჩემი საავტორო უფლებები ფოტოებზე, ჩემ მიერ გადარებული ყველა კადრი რომელიც ამ მოვლენას ასახავს, ეკუთვნის დამქირავებელს: სააგენტოს, ჟურნალს, გაზეთს თუ სხვას. მაგრამ როცა მე ვიღებ ჩემი პირადი ინტერესისთვის, არავის მიერ არა ვარ დაქირავებული და არც დაკვეთა არ მაქვს, ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს გამოსახული ფოტოზე და რა მოვლენასაც არ უნდა აღწერდეს, ფოტო მეკუთვნის მე და არავის აქვს უფლება ჩემს საავტორო უფლებებს გადაახტეს.. საავტორო უფლებების შესახებ კანონი ამას ძალიან კონკრეტულად განმარტავს.