ვიღAცას მოუვიდა თAვში ორიგინალური იდეა, გადაიღო ფოტო. შემდეგ დადვა ქსელში და უამრავმა ადამიანმა ნახა. ეს იდეა მოგეწონა შენ და ფაქტიურად იგივე იდეის მატარებელი ფოტო 1000ჯერ უკეთEსად გადაიღე. როგორ ფიქრობ რომელი ფოტო უფრო დაფასდება ან იკითხავს ვინმე ვისი იდეა იყოო? მე ვფიქრობ არც არავინ არაფერს არ იკითხავს და რასაკვირველია რომელიც უკეთEსი ფოტო იქნება იმას მეტი მომწნებელი(მყიდველი) ეყოლება.
ეს საკითხი უფრო იურიდიული საკითხია და თუ ჩახედული არ ხარ არც ლაპარაკი ღირს. თავად ფოტოგრაფიის გამოგონების იდეა რამოდენიმე კაცს მოუვუდა თAვში ერთდროულად და შემდეგ ამ საკითხზე უამრავი ხალხი მუშაობდა. თვით ტალბოტი რომელიც ფაქტიურად ფოტოგრაფიის მამაა ქურდი ყოფილა რადგან მაგას სხვისი იდეა განახორციელა თავისებურად.
ბატონო გუჯა, ჩემს იურიდიულ გამოცდილებას თუ დაუჯერებთ, იდეის პლაგიატიც ისეთივე პლაგიატია, როგორც ფოტოს მომპარავი. და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უკეთესად გადაიღე ვინმეს იდეა თუ უარესად. რომლის ფოტოც უფრო ადრეა გადაღებული ისაა იდეის ავტორი და უფლება აქვს უჩივლოს სასამართლოში და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საავტორო უფლებებს იცავს კანონი, მოიგებს ამ სასამართლოს. ნაკლებად სადავო იქნებოდა კოვზების ნაცვლად რომ სხვა რამ ყოფილიყო, არ ვიცი რა, მაგრამ სხვა ნივთი.. მაგრამ როდესაც განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ რკინის კოვზების ნაცვლად პლასტმასია, ეგ განმასხვავებელ ნიშნად და ორიგინალურ იდეად ვერ გასაღდება..
რაც სეეხება იდეის სედარებას პეიზაჟთან ან თუნდაც ნაგებობასთან, ეს აბსოლუტირად სხვადასხვა რამეა. ნაგებობა არის თავისუფალი ობიექტი, რომლის გადარებაც სეზღუდული არაა და მე ისევე როგორც სხვა მილიონობით ადამიანს მაქვს უფლება გადავიღო ის ნებისმიერი წერტილიდან. მაგრამ რომ ეს ნაგებობა დავამონტაჟო და მაგალითად შიმპანზეს დავაკავებინო ხელში და მერე ვირაცამაც რომ იგივე გაიმეოროს გამოუვა ჩემი იდეის კოპირება.. ანუ იდეური პლაგიატი იქნება. თორე კვერცხი და კოვზი ბევრს აქვს გადარებული, მაგრამ ამ კვერცხი და კოვზი ამ ფორმით და ამ ურთიერთდამოკიდებულებით უკვე ვიღაცას მოუვიდა აზრად ერთხელ და მერე ვირაცებმა იპლაგიატეს.