მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე" ------------------------------------------
1. besos
2. ბესიკ მეშველიანი, 32 წლის.
3. პროფესიით ჟურნალისტი.
4. რა თქმა უნდა მოგზაურობა, ხეტიალ-ბოდიალი, თევზაობა (რისი საშუალებაც დღესდღეობით არ მაქვს გერმანული ბიუროკრატიის გადამკიდე) და ფოტოგრაფია. მიყვარს ადამიანები და ბუნება, ამიტომ მეტად ვაფასებ იმ ხალხს ვისაც თოფის ნაცვლად ფოტოაპარატი აქვს მხარზე გადაკიდებული, თუმცა მონადირეების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
5. ვცხოვრობ გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში. ასე რომ თუ ვინმე აქეთ მოხვედრას დააპირებთ შემეხმიანეთ და კარგი გერმანული ლუდის ბარი ჩემზე იყოს.
6. ვარ დაოჯახებული და მეზრდება ვაჟიშვილი, რომელიც ყველანაირად ვცდილობთ ქართველად აღვზარდოთ.
რაც შეეხება ფოტოგრაფიას, რაც 10 წლის ასაკში მშობლებმა ფოტოაპარატი ВИЛИЯ-авто მაჩუქეს, ( http://nicnichols.com/FourCornersDark/wp-c...bnnr_abto11.jpg ) მას მერე ვაჩხაკუნებ, მაგრამ ვთვლი რომ დღესდღეობითაც ვარ მოყვარულის დონეზე. დანარჩენის განსჯა თქვენთვის მომინდია.