გარდა ამისა, პირადად მე პერიოდულად ვიღებ ხოლმე ფირებზე, გააჩნია, რა მჭირდება, თან ბოლოს და ბოლოს ამ პატარა საქართველოში ლამისაა ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც ბარაბნიანი სკანერი გააჩნია და ფირებიდან იმის ამოყვანა შეუძლია, რისთვისაც ფირს ფირი ჰქვია... ბევრ ადამიანს თავის დღეში არ უნახავს ბარაბნიან სკანერზე პროფესიონალურად დასკანირებული ფირი, განსაკუთრებით, ფართო ფირი, და მიამიტურად ჰქონია, რომ რომელიმე ქენონი ან ნიკონი აძლევს მას „ხარისხს“, ან კიდევ აიღებს ფირს, დაასკანირებს რომელიმე პლანშეტურ ან თუნდაც ვითომდა სლაიდ-სკანერზე, ანუ დააბრტყელებს მას, და უი რა კარგია მერე „ტკბება“... ეჰ, მეც ასე მეგონა, სანამ პირველად არ ვნახე მართლა სკანირებული ფირი მრავალი წლის წინ და სასწრაფოდ არ დავიწყე ბარაბნიანი სკანერისთვის ფულის შეგროვება.... თუმცა... აბა ვის ესმის ახლა ის, რაზეც ვლაპარაკობ...