BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> სახელწოდებების წარმომავლობა

| |
User-Nikala
post May 26 2008, 03:28
#1 

Amateur+ Amateur+
8,113


შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა იცის,ბევრს არ ეცოდინება.საიდან წარმოიქმნა ამა თუ იმ კომპანიის სახელწოდება.საინტერესო ინფორმაციაა,გადახედეთ smile.gif

Canon - 1933 წელს დიზაინერმა გორო იოშიდამ და ბიზნესმენმა საბურო უჩიდამ შექმნეს კომპანია Seiki Kogaki Kenkyujo.შექმნიდან 2 წლის შემდეგ მათ აწარმოეს პირველი 35 მმ-იანი კამერა.სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სახელი kwanon შეეცვალათ Canon-ით რათა არ გაეღიზიანებინათ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფები.რეალურად შეიცვალა მხოლოდ დამწერლობა, ამ 2 სიტყვის ჟღერადობა იაპონურ ენაზე თითქმის ერთია.

Nikon - Nippon Kogaku K.K., იგივე Japan Optical Co., იგივე Japanese Optical Society დაასრსდა 1917 წლის 25 ივლისს 3 კომპანიის შერწყმის შედეგად(Tokyo Keiki Seisaku-sho's optical division, Iwaki Glass Seisaku-sho და Fujii Lens Seizo-sho).კომპანიის მიზანი გახლდა ეწარმოებინა მაღალი ხარისხის საბრძოლო შეიარაღების ოპტიკა.1933 წლიდან კომპანიამ დაიწყო ფოტოობიექტივებას სერიული წარმოება. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კომპანია Canon 1947 წლამდე იყენებდა Nikkor-ის ობიექტივებს,რაზეც დღესდღეობით კომპანია Canon არც თუ ისე ბევრს ლაპარაკობს DDDD.gif 1946 წლის სექტემბერში წარმატებით დასრულდა კომპანიის მიერ პირველი 35მმ-იანი ფოტოკამერის წარმოება.
კომპანიის სახელის ლაკონური ახსნა:NIppo-KOgaku-N = Nikon

Casio - ეწოდა მისი დამაარსებლის სახელიდან-Kashio Tadao,რომელმაც შექმნა კომპანია Kashio Seisakujo.

Fuji - მომდინარეობს იაპონიის უმაღლესი მწვერვალის ანალოგიური სახელწოდებიდან.

Kodak - კამერის სახელი მოიფიქრა მისმა მწარმოებელმა და გამომგონებელმა ჯორჯ ისტმანმა.მისი საყვარელი ასო გახლდათ "K". მან გადაწყვიტა აპარატის სახელი დაწყებულიყო ასო "K"-ზე და მასზევე დამთავრებულიყო,მრავალი კომბინაციის შემდეგ აირჩია სახელი Kodak.

Konica - მომდინარეობს კომპანიის ძველი სახელწოდებიდან:Konishiroku Kogaku რომელიც დააარსა ვინმე Rokusaburo Sugiura-მ 1850-იან წლებში.

Sony - მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "sonus" რომელიც ნიშნავს - ხმას.


ვინმემ თუ კიდევ იცით რამე საინტერესო შეიგიძლიათ დაამატოთ smile.gif

p.s იმედია თემის გახსნას მოდერატორის თანხმობა არ ჭირდებოდა DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topic
Ekaterine Buckley
post Mar 24 2011, 15:33
#2 

NewBie NewBie
84


რადგან ლაიკის გარდა თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი ახსენეთ, მე მასზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.
კომპანია "ლაიკა კამერა" და არა "ლეიკა კამერა" diax.gif 1925 წელს ერნსტ ლაიცმა(Ernst Leitz)-მა შექმნა. სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა (Leitz Camera)
დასაწყისში ფირმა მიკროსკოპებით და დურბინტებით ვაჭრობდა და პირველი 35მმ ლაიკის შემდეგ, რომელიც ოსკარ ბარნაკის დიზაინით შეიქმნა, თითქმის მთლიანად აპარატების სერიულ დამზადებაზე გადავიდა.
პროდუქცია გერმანიასა და პორტუგალიაში მიმდინარეობდა.
1954 წლიდან არსებობს ლაიკის "M" სერია, რომელმაც რეპორტაჟულ ფოტოგრაფიაში დიდი გარდატეხა მოახდინა...
პატარა 35 მმ ლაიკა მაგნუმელების საყვარელი თანამგზავრი გახდა. ელიოტ ერვიტი ამბობდა:"ლაიკის ოპტიკაში, კადრი უნდა დაინახო, ამოიცნო და შემდეგ გულში ჩაიკრა"-ო. იცოდა იმ კაცმა ხარისხის ფასი diax.gif
ლაიკის აპარატები სიჩუმით გამოირჩევაიან...ობიექტივები კი მაღალი ხარისხის მქონე მინით, სისწრაფით და ზუსტი ფოკუზით.
"M" სერია "R" სერიამ შეცვალა და თუ რა რევოლუცია მოახდინა ლაიკამ ფოტოგრაფიის ისტორიაში, მაგის დაწერას აღარ ვაპირებ და არც არის ალბათ საჭირო smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
User-Nikala   სახელწოდებების წარმომავლობა   May 26 2008, 03:28
mangust   ძალიამ კარგი თემაა.... გავნათლდი :D   May 26 2008, 03:35
e.k.a.t.e.r.i.n.a   ვაა უყურე შენ აი თურმე რატომ ეძახიან ...   May 26 2008, 04:19
Nina Minzoni   აი თურმე რატომ აქვს ჩემს სონიჩკას შატ...   May 26 2008, 09:20
giako   რამდენ რამეს გაიგებ და ისწავლი :) მშვე...   May 26 2008, 10:29
FOTINE   მეც მომეწონა:)))   May 26 2008, 11:50
Gottfried Lenz off   მე ვიცნობ ძაღლს, რომელსაც სამსუნგა ქვ...   May 26 2008, 13:20
Barry   Gottfried Lenz off, მსუნაგი სამსუნგი :D   May 26 2008, 13:29
Nika Pkhakadze   სამსუნგს და ტოშიბას ვიცნობ მე :)   May 26 2008, 13:34
Gottfried Lenz off   ტოშიბა აღარაა ცოცხალი :arvarga:   May 26 2008, 20:11
beshqena   ძაან საინტერესოა :) და პოლაროიდი? :D   May 26 2008, 13:49
User-Nikala   Polaroid - სიტყვა მოიფიქრა სმიტის კოლეჯის პ...   May 26 2008, 14:57
RedCrimsonCactus   სამსუნგა ჩემ გუნდელს ერქვა. სამ პორცი...   May 27 2008, 13:22
beshqena   აბა ბახმაროს რატომ ქვია ბახმარო? :lol:   May 27 2008, 13:43
Magdu   beshqena, არაფოტოგრაფიულია :angry: :lol: სადღაც მ...   May 27 2008, 13:49
Magdu   1933 - http://www.boke.ge/tmp_pic/kwanon-cannon-original.jpg 1934 - http://www.boke.ge/tmp_pic/tr...   May 27 2008, 14:04
Moderator   beshqena, მაროს ესროლეს და მოკლეს მანდ ბახ დ...   May 27 2008, 14:07
beshqena   Moderator, მეც ეგრე ვიცოდი :lol: ახლა ვარძიაზე ...   May 27 2008, 14:39
User-Nikala   Magdu საინტერესო რამეა,მარტო Canon-ის გაქვს? ...   May 27 2008, 14:40
Magdu   User-Nikala, სხვებისაც, მაგრამ არა ფოტოგრაფი...   May 27 2008, 14:42
User-Nikala   ხოროშო,მაშინ მე ამოვქექავ სადმე :)   May 27 2008, 14:59
anika-zeppelin   ვაა.. საინტერესოაა.. -))) აუუ ქენონს ეჰლაც...   May 27 2008, 16:22
keto   ვაა, ინტერესნოო :) გმადლობ განათლებისთ...   May 27 2008, 16:29
David Talakhadze   საბრძოლო ნიკონი მინდა :D   May 27 2008, 17:18
TATI   იმიტომ ვამბობ რომ "ქენონისტი" და ...   May 27 2008, 19:32
D_A_D_A   თათI :D :D :D :D :D არც ისე ცუდია მერე, სათნო მა...   May 28 2008, 00:52
m_virus   თუ სწორად მახსოვს"მაგნუმის" პირვე...   Jun 9 2008, 11:41
Tamri   :D საინტერესო ინფოა რაღაც რაღაცეებს კ...   Jun 9 2008, 14:26
tamtuka   საინტერესოა დაა პანასონიკი? :D   Jul 3 2008, 15:08
Giorgi Lomtadze   :D:D:D:D საინტერესო იყო :D   Apr 9 2009, 20:33
Batumskii   აი კიდევ ლოგოები....   Sep 5 2009, 15:19
Zaza Gabaidze   ძალიან საინტერესო თემაა :diax:   Oct 9 2009, 12:49
Lasha Palavandishvili   Batumskii, სონიზე გამახსენდა. :) ე.ი. რა სად რო...   Oct 9 2009, 12:52
Batumskii   Lasha Palavandishvili-Shenc tamashobdi ra,sad,rodiss?????????:))))))))))))   Oct 20 2009, 02:58
NUEVA   საინტერესოა   Aug 23 2011, 12:16
Lasha Palavandishvili   Ekaterine Buckley, :P ლაიკას 0 სერია... შედევრებია... ...   Aug 23 2011, 15:38


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 6th June 2024 - 02:34

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'