ერთს გეტყვით, საერთოდ ჩინეთი აკეთებს (აწყობს) თითქმის ყველა ფირმის საქონელს, მაგრამ არის ერთი მომენტი, თუ ის საქონელი გათვლილია ევრო ამერიკულ ბაზარზე და ეწყობა ოფიციალურ კომპანიაში, ექვემდებარება სტანდარტიზაციას და გადის შესაბამის კონტროლს იმ ქვეყანაში სადაც მიდის, შესაბამისად კეთდება ორიგინალი ნაწილებით და ფასიც შესაბამისი აქვს, ასვე ხარისხიც, ხოლო თუ ის კუსტარული კუკლაა, ანუ გარეგნულად ჰგავს ბრენდს და შიგნით არის ნაგავი, ის საქონელი ვერ გადის შემოწმებას და მისი რეალიზაცია ხდება ისეთ ქვეყნებში (მათ შორის ჩვენთანაც) სადაც ეს კონტროლი არ არსებობს,, შესაბამისად ფასიც დაბალი აქვს. ევრო ზონაშიც და ამერიკაშიც არის ეს სტანდარტები, მე მინახია ძალიან მაგარი ჩინური ტექნიკა, იგივე სონის და ქენონის, ნიკონის და სხვა... და ასევე მინახია იქვე ნაგავი, იგივე ჩინეთის. ბრენდი ნაწილებით აწყობილი ტექნიკა ის ჩინეთში ეწყობა თუ სვაზილენდში ბრენდია და ფასიც შესაბამისი აქვს. განვითარებად ქვეყნებში აწყობა ფირმას იაფი უჯდება და მოგებას მეტს ნახულობს. ასე რომ თუ ტექნიკა 5000$$ ღირს არსად არ იქნება 3000$, ეთჯერად კუკლას კი იცოცხლე 1800 დაც ნახავ.