მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ეკატერინე ბაქლი, 28 წლის (ვაიჰ, დასაწერად კიდევ უფრო რთული გამოდგა))
პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, დასაქმებული ვარ სამწუხაროდ სხვა სფეროში, მაგრამ ყოველ თავისუფალ წუთს მაინც მასზე ფიქრს ვუთმობ
რადგან მე სხვა გალაქტიკაზე ვბანაობ, ამიტომ სულ რაღაც 2 წლის წინ გავიგე ბოკეს არსებობა.
მას შემდეგ... ყირამალა...
დროგამოშვებით, პასიურად ვესტუმრებოდი ხოლმე საიტს.
რატომ გადავწყვიტე დარეგისტრირება არ ვიცი, არც ის ვიცი რა აზრი აქვს აქ ყოფნას, მაგრამ ვიქნები რა! იქნებ საინტერესო რამეებს გადავეყარო!
მართალია იმისთვის "ბებერი" ვარ, რომ ბოკემ რამე შეცვალოს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ცვლილებებს მაინც მივესალმები და როგორც იტყვიან "კეთილი იყოს ჩემი მაუსი აქ"
ფოტოგრაფიას რაც შეეხება, ღრმა "მიდწლებში" გამიტაცა და მას შემდეგ გატაცებული ვარ. მაგრამ მხოლოდ გატაცებული...
მიყვარს მოგზაურობა და ჩემი აპარატი (მისი სახით ერთ ჩემს "მეგობარს" ოცნება მოვპარე, ალბათ დღემდე ვეჯავრები)) "მაპატიე არ მინდოდა" ))
არ მიყვარს დეგენერირებული, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი საზოგადოება.
ვსო
წავალ ეხლა მე და მივხედავ საქმეს თორემ, დამითხოვენ სამსახურიდან