1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ძალიან მომეწონა რამდენიმე ფოტო. კეზის ფოტო არაჩვეულებრივია, ჭალოს ფოტოც მომეწონა, ორიგინალურია და მიყვარს ეგ სტილი. სტრინგერის ფოტოც ძალიან ძალიან. პიბასიც ორიგნალურია. მაგრამ ნინოს ფოტო ნამდვილად ზუსტად ისსაა, რისი ნახვაც ამ თემაში მინდოდა ანუ ძალიან კარგად ჩანს ხასიათი. ირაკლის ასეთი პორტრეტი ნამდვილად იშვიათია მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ნინო ბაიდაურო დაასახელე შემდეგი თემა. Added @ პ.ს. მამულიას ტანი ნამდვილად ცალკე აღნიშვნის ღირსია !!!