IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> შავთეთრი რუსული ფირი
იყიდება შავთეთრი რუსული ვადაგასული ფირი KH-2 ჩახვეული მეტალის კასეტებში ფასი 3 ლარი. ფირი არის სტანდარტული 50 ISO და თუ პუშ პროცესით გამჟღავნდება 80 ISO მუშაობს (ვინც არ იცის ჯერ რა არის პუშ პროცესი ფირის გასამჟღავნებლად მიმართეთ მელიქიშვილის 43 ში ფუჯის ფოტო ლაბორატორიას, ზაზა ამჟღავნებს ფანტასტიურად ამ ფირს და რაც მთავარია იცნობს ანუ გამოცდილიც აქვს). ეხლა რაც შეეხება შედეგს. ფირი დევს მშრალ ხიდზე ანდრეისთან, იქვე დევს ეს ფირი გადაღებული და გამჟღავნებული, რომ მყიდველმა ნახოს რა გამოდის ამ ფირით და რომ ფირი იდეალურად მუშაობს. აგრეთვე მე დავდებ რამოდენიმე ფოტოს სხვადასხვა მგრძნობელობაზე გადაღებულს და დასკანერებულს (ბოდიშს ვიხდი მტვერის ლაქები ეტყობა ფირს თუმცა მიხვდებით რომ ფირი მშვენიერ მდგომარეობაშია, არ გავასწორე შეგნებულად რადგან გენახათ ზუსტად ფაქტურა) Added @ ISO 80
Added @ ამჟამად მშრალ ხიდზე დევს დაახლოებით 30 ფირი, მაგრამ ფირი საკმაოდ ბევრია თუმცა ულევიც არააა, ასე რომ ვისაც ნამდვილად გიყვართ ფირზე გადაღება მიბრძანდით და შეიძინეთ ან მე დამიკავშირდით.
Gigi Kharadze, ევროპაში ფოტომაღაზიებში სადაც გამამჟღავნებლები იყიდება იქ აქვთ ხოლმე... არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამერიკიდან გამამჟღავნებლის გამოწერა მაგრამ აი ეს ADONAL იგივი როდინალია ოღონდ ADOX -ის დამზადებული http://www.freestylephoto.biz/12054-Adox-A...mula?cat_id=301