სასწაული ხმა აქვს და სასწაული აპარატია, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ საბოლოო შედეგისთვის, ძალიან მაგარი ფირია საჭირო, მაგაში კოდაკ გოლდის ჩადება საცოდაობაა, რის შემდეგაც საერთოდ დაგეკარგება გადაღების სურვილი, საბოლოო შედეგს, რომ ნახავ. გადაღების დროს ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაცა შედევრებს ვიღებდი თან Canon 28-70mm f2.8 ლინზა მეყენა ზედ მაგრამ რომ გავამჭღავნე ფირი და ფოტოები დავბეჭდე ზუსტად ერთხელ დავხედე იმ ფოტოებს და მეორედ აღარც დამიხედია. მერე ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ვერ ვნახე კარგი ფირი ვერსად და საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ფირზე.