მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
ყველაფერი გასაგებია, თუ ფოტო არ მოგწონს უნდა თქვა რა არ მოგწონს.
მაგრამ გამოცდილი ფოტოგრაფი რომ დადებს ფოტოს, რომელიც მთლიანობაში კი მოგწონს, მაგრამ მოდელს ცხვირი ისე აქვს გადანათებული, რომ ცხვირია თუ უფორმომასა ვეღარ იგებ (მაგალითისთვის ვამბობ არავის ვგულისხმობ) და ამის შესახებ რომ დავუწერო, ხომ მეტყვის შენს გალერეას მიხედეო და მართალიც იქნება, იმიტომ რომ მე გაცილებით სუსტი ფოტოები მიდევს. ამ შემთხვევაში ძნელია კრიტიკის დაწერა