მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
Magdu, მაქვს ერთი წინადადება: ხომ არ სჯობია ატვირთული სურათების შეფასება ორ კომპონენტად გავყოთ (ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ნამდვილად არ ვიცი) 1. სურათის შეფასება სუფთა პროფესიონალური კუთხით მაგ: პორტრეტის- მისი მდგომარეობა, ესპოზიცია, ხასიათი, კადრის სისწორე, სახე, განათება, შესაბამისი ფონები... და სხვა.. პეიზაჟი- პეიზაჟის წინა, შუა, უკანა ხედები, გადაღების დრო, სივრცითი შეფარდება, სპეციფიკა.. და სხვა, ეს ორი მიმართულება (შემთხვევით ) იმისთვის ავიღე რომ აქ შედარებით ბევრი სურათები იტვირთება ანუ იმ კომპონენტებით რომლებითაც ზოგადად ხდება პროფ. შეფასება. ბევრი დამწყებისთვის ეს რეკომენდაციაც იქნება და მიმართულების ჩვენებაც. 2. შეფასება საკუთარი აზრის გამოხატვით, ანუ ამ შემთხვევაში ეს შეფასება შეიძლება არ იყოს პროფესიონალური არამედ მხოლოდ პირადი შთაბეჭდილება. სურათის ამტვირთავს ექნება იმის საშუალება გაიგოს ერთიც და მეორეც, უკეთესი იქნება თუ სხვადასხვა განყოფილებაში. თუ აინტერესებს გამოცდილი ფოტოგრაფების აზრი- ატვირთავს პირველში, ხოლო თუ აინტერესებს პირადი აზრი, ემოციები და მის მიმართ დამოკიდებულება -ატვირთავს მეორეში....