მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
რაც იყო, იყო, საკმარისია. ასე არ ფიქრობთ? რაღა საჭიროა ძველ ქაქში ქექვა? მე მახსოვს მაშინდელი კომენტარები. გულის გასახეთქი და ყველას მხრიდან თანაც. ბევრმა მიქარა მაშინ და საკმარისია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვიზე მეტად. რაღაცეებზე რომ დაფიქრებულიყავით, უკეთესი იქნებოდა. რაღაც მორალისტურ-მოქადაგე პოსტი გამომდის. მაგრამ როგორც საიტის რიგითი მომხმარებელი ვაცხადებ პრეტენზიას, რომ ნებისმიერ უგემოვნო, მდარე ფოტოზე და ნაცნობობის სინდრომზე ასჯერ უფრო უსიამოვნოა ასეთი სიტუაციები!