მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
აღარ ვაპირებდი ამ თემის განხილვაში ჩარევას მაგრამ მაინც გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა რომ, ამ საიტზე დარეგისტრირებული შარშან ვარ, ბოკეს დიდი ხანია ვაკვირდები, როდესაც ეს საიტი შეიქმნა მის წესებში ბევრი კარგი მოთხოვნა ჩაიდო და გარკვეულწილად სრულდებოდა კიდეც. იყო კამათიც, იყო პატარ-პატარა სკანდალებიც მაგრამ რაც მთავარია იყო ერთმანეთის პატივისცემა, აზრთა გაცვლა -გამოცვლა, ჩანდა რომ საიტი თავისი დანიშნულებით ამართლებდა კიდეც (ალბათ ყველა სტაჟიანი ბოკელი დამეთანხმება ამაში), იმ დროს მართლა შეგეძლო დამწყებ ფოტოგრაფს ახალი ინფორმაციის გაგება და სტაჟიან პროფესიონალს კი საკუთარ ცოდნაში დარწმუნება....... ამ თემას მე უფრო ლაშას (და არა მარტო ლაშას) გულის ტკივილს-გულიდან ამოძახილს უფრო დავარქმევდი ვიდრე დეგრადირებულ ბოკეს. ის რომ ჯანსაღი აზრი და ამ პრობლემების გადაჭრის მცდელობა არსებობს ამაზე თქვენი აქტიურობაც მეტყველებს, მაგრამ მათ გადაჭრას მოდერატორების სიმრავლე და ადმინისტრატორების (მონიტორზე ყურებით) გალურჯებული თვალები ვერ უშველის, წაშლი ერთს, ჯიბრით მეორეს გააკეთებს...და ა. შ. აქ მთავარი პრობლემა ისაა რომ, ბევრი, ალბათ უმრავლესობა ისე რეგისტრირდება საიტზე რომ ერთხელაც არ კითხულობს მთავარ წესებს, მათი დაცვაა ამ პრობლემების გადაჭრის ყველაზე მარტივი გზა. ამ ვაი ''ბოკელების'' უბრალოდ იგნორირება, როდესაც უხამსობას, უზრდელობას, ნაშრომების პარვას...... ნახავთ, დაანახეთ იმ ადამიანებს რომ მათი ადგილი თქვენს გვერდით არ არის, ნელ-ნელა ყველა მიეჩვევა იმ აზრს რომ მსგავსი აქ ამ საიტზე არ ჭრის, თუ ბოკეს ღირსების დაცვაზეა საუბარი, მე ვფიქრობ რომ, აქ დასაცავი არაფერი გვაქვს, ერთი-ორი უზრდელი და გარეწარი მას მაინც ვერ შელახავს. გაუფრთხილდით ერთმანეთს და გიყვარდეთ ერთმანეთი. აი რისი თქმაც მინდოდა მომიტევოს ყველამ ვისაც შემთხვევით შეუაწყოფა მივაყენე..