მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
ესენი არიან ადმინისტრატორები, რომლებიც ადმინისტრირებას უწევენ საიტის ფუნდამენტურ და მაშტაბურ ცხვლილებებს (თუმცა მაგდუს გარდა საიტზე არ აქტიურობს არცერთი სხვა ადმინისტრატორი, სავარაუდოდ საპატიო მიზეზების გამო), მოდერატორები ანხორციელებდნენ უფრო სიღრმისეულ და დეტალურ სამუშაოს, როგორიც იყო: პლაგიატის აღმოჩენა, ცენზურის დაცვა და სხვა წესების დარღვევები.
ხოდა მარტივი მისახვედრია ყველაფერი, 12 000 თუ მეტი ან ნაკლები მომხმარებელი და ერთი ადმინისტრატორი. რთული სამუშაოა ნამდვილად ))