მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
ბოდიში ახლა თემიდან რომ ვუხვევ, მაგრამ პირველ გვერდზე Chalo-ს უწერია რომ შეფასების თხოვნით ტვინს ჭამენ PM-ებშიო... ამაზე მე იმას ვიტყვი რომ მაგალითად მე სურათს რომ ვდებ, თუ არ შემიფასეს რა აზრი აქვს იმ სურათის არსებობას საიტზე? ამიტომ თუ ვინმეს ვთხოვ ხოლმე რომ შემიფასოს სურათი მე მართლა მაინტერესებს მათი აზრი და მინდა რომ ობიექტურად შემიფასონ სურათი, ან რამე მომწერონ რჩევის სახით რის ხარჯზეც მე ნელ-ნელა შევძლებ უკეთესი სურათის გადაღებას.