მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
ადრე შეიძლება უფრო მკაცრადაც აფასებდნენ ხოლმე ფოტოებს, 15 წლის ბავშვს გულს მიკლავდნენ ხოლმე მაგრამ სამაგიეროდ, ჯანსაღი კრიტიკა იყო და ამ ყველაფერს ვითვალისწინებდი.. სწორედ ის ხალხი, ვინც კეშამ ჩამოთვალა.. ეგენი რომ არა, ალბათ ისიც არ მეცოდინებოდა რაც ახლა ვიცი.. გემოვნების ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშეს..
ახლაც დიდი "სიმკაცრეა", ნულების ორომტრიალი, მაგრამ ვაი, რომ ტვინიკოსა იუზერები იმისთვის აგდებენ ფოტოებს რომ თავისი დ/ფ გახდეს )))
სასაცილოა ეს ყველაფერი.. ფოტოს შენი სიამოვნებისთვის უნდა ირებდე და არა რომელიმე საიტზე მაღალი შეფასებისათვის.