მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
piba, გეთანხმები, მესმის ლაშასიც, ასეთ სიტუაციებში გამოსავალი პრაქტიკულად არ არის, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანების პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე იფიქრებს და კარუსელი ისევ ხელახლა დატრიალდება. გარდა ურთიერთობებისა და დამოკიდებულებებისა (მ. შ. ფოტორგაფიასთანაც) ჩვენ არ გაგვაჩნია გარკვეული ტრადიციები. ტერმინოლოგიაც კი არა გვაქვს ბოლომდე შემუშავებული- შეთანხმებული. ამ საიტის შექმნაც ალბათ ამასთან იყო დაკავშირებული , ყოველ შემთხვევაში ბოკეს წესები და ,,ძველი ბოკეს" (მაპატიეთ ამ შედარებაზე) დამოკიდებულებები ამაზე მეტყველებს, ფოტოგრაფია მასიურ სახეს ეხლა იღებს, ბევრი ''ავტომატით" გადაღებული რამოდენიმე სურათით უკვე ფოტოგრაფობს და თუ კიდევ რამოდენიმე ''შეფასების დამწერი შინაურიც'' ყავს, უკვე აქეთ გასწავლის და სტატუსით განსაზღვრავს შენთან და შენს სურათებთან ურთიერთობას. ადრე ტრამვაით დავდიოდით ერთმანეთთან ფირის სანახავად და სურათის დასაბეჭდად, ეხლა ინტერნეტია (სხვადასხვა ხასიათის ადამიანებით) ტრამვაის მაგიერ... და მსგავსი შეურაცმყოფელი ელემენტები, კაცმა გულთან არ უნდა მიიტანო ახლოს.