მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
ლაშა, განა რეალური ცხოვრება რამეთი განსხვავდება იმისგან, რაც ბოკეზე ხდება? განა ცხოვრებაში იგივე იერარქიულ კიბეზე აძრომას არ ცდილობს ადამიანი? ნებისმიერი საშუალებით. რატომ გვგონია, რომ ბოკე რაიმეთი უკეთესი უნდა იყოს?
ბოკე მიყვარდა და მიყვარს. ბოკე მაღიზიანებდა ერთ დროს, რადგან დავინახე შუღლი და პირფერობა. მაგრამ ბოკე მაინც მიყვარს, რადგან ცხოვრება მიყვარს.
ბოკეს დეგრადაცია ადრეც აქტუალური საკითხი იყო (წაკითხული მაქვს ძველი ტოპიკები) და მუდამ ასე იქნება. არავითარი დეგრადაცია! თაობები მიდიან და მოდიან. ნაყარ-ნუყარს დინება წაიღებს და რჩეულთა სახელი დარჩება.
რა შეუძლია ადმინიტრაცია? ალბათ ის, რომ ცოტა ზემოთ აწიოს "პლანკა" (საუკეთესოთა, დ/ფ-ს, ტოპ50-ის და ტოპ100-ის კრიტერიუმები). ვისაც ზემოთ ხტომა სურს, ცოტა მეტად გაისარჯოს, რომ თავისი ნამუშევარი ნაცნობ-მეგობრების გარდა სხვასაც მოაწონოს.