მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
სამწუხაროა მაგრამ ყველაფერი შეგნებაზეა დამოკიდებული, გარდა ამისა ძალიან ძნელია მაგ: მისცე კონკრეტული რჩევა ზოგად კითხვაზე "როგორ გადავიღო პორტრეტი" თუ არ იცი რა ტექნიკით იღებს, რა სპეც ეფექტები აქვს, ვის იღებს, როგორი ხასიათი აქვს ობიექტს, თუმცა, ფორუმებზე ხშირად მინახავს კარგი პროფესიონალური რჩევები. მაგრამ აქ საქმეს ართულებს საიტის ფორმატი - რჩევებს ძალიან ხშირად მოჰყვება არათუ კრიტიკა, არამედ სრულიად დაუსაბუთებელი საწინააღმდეგო მოსაზრებები, რაც საბოლოოდ საკმაოდ უსიამოვნოდ მთავრდება. ალბათ დამეთანხმებით იმაშიც რომ, ფოტოსურათის კარგად გადაღებასა და სურათის კარგად პროგრამულ დამუშავებას შორის უზარმაზარი სხვაობაა ფოტოშოფისტობა კი ფოტოგრაფობა ნამდვილად არ არის (იდეალურია როცა ორივე გეხერხება) შევეგუოთ აბა რა ვქნათ???????????????? Added @ Avtandil Mamulia, ავთო სტატუსი ვინც ნამდვილად იცის გადაღება მე მგონი არა სჭირდება ასი წელი.