მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
Lasha Palavandishvili, გეთანხმები ძალიან ბევრ რამეში გარდა ერთისა: საიტის დეგრადაცია გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა რომ ძალიან ბევრმა კარგმა ადამიანმა უბრალოდ დატოვა იგი. სად არიან ძველი მძიმე წონოსანი ბოკელები, რომლებიც ამ საიტის დაბადების მომენტიდან აქ იყვნენ? სადაა მარიამი? ეკატერინა ონიანი? შომი? ნადარეიშვილი? რუსლანი? გოგია? ნაკანი? და კიდევ ბევრი ბევრი სხვა? ის, ვინაც უნდა გაზარდოს კარგი ნამუშევრების წილი სიატზე და ვინაც უნდა გადაწონოს თავის ფოტოებით ის უგემოვნო ნამუშევრების მასა, რომლმაც წალეკა ბოკე, წავიდა ამ საიტიდან..
ის ვინც მიდის ჩათვალოს, რომ თავის წილ სივრცეს უთმობს იმ უგემოვნო მასას ჰოდა მემგონი სჯობს აქ იყო და სცადო ვინმეს ნორმალური ნამუშევრები უჩვენო ვიდრე ადგე და გახვიდე..