მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
ბოკეზე, ისევე როგორც სხვა ვირტუალურ სოც–ქსელებში მრავლადაა ისეთი აუტანელი მოქცევები, რომელთა შესახებაც თქვენ უკვე ბრძანეთ. ყოველ ნაწერში იგრძნობა ფლიდობა და ყოველ ფოტოს კმაყოფილების სუნი ასდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება რამოდენიმე ახალგაზრდა მშრომელი ადამიანის აღმოჩენა. სწორედ ამ მიზეზით აქვს არსებობის უფლება ბოკეს. ბოკე ერთგვარი მცდელობაა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში სოც–არტი განვითარდეს. სოც–არტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ჩარკვიანმა თქვა, – ვიცი ჩემი სიმღერითა და ლექსებით, ჩემი შემოქმდებით ვერავის ვერაფერს გავაგბინებ, მაგრამ ამას სხვებისთვის კი არა ჩემთვის ვაკეთებო. ეს არგუმნეტია იმისთვის, რომ აგიხსნათ სოც–არტის მნიშვნელობა. ჩემი გაგებით ბოკეც ირიბად თუ პირდაპირ ხელს უწყობს სოც–არტის განვითარებას. ეს აქ შედარებით ნელი ტემპით ხდება, რადგან ბოკეს მარკეტინგული დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც ხდება...
ახლა ამ დაძაბული ნაწილის შემდეგ, ცოტა მოვდუნდეთ და ღრმად შევისუნთქოთ. შემდეგ თანაბრად ნელ–ნელა გამოვუშვათ ჰაერი, ისე რომ კუნთები არ დაგვეჭიმოს. თუ მორჩით, განვაგრძოთ...
ახლა დამებადა კითხვა, რას ვაკეთებ მე აქ?.. ალბათ იმას, რაც მსიამოვნებს.