მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ალექსანდრე სვატიკოვი. 50 წლის. პროფესია: ფილოლოგი. ჟურნალ "რუსული კლუბის" მთავარი რედაქტორი. 27 წლის განმავლობაში ვიყავი სმირნოვების მუზეუმის მთავარი მცველი. ჰობი: 1985 წლიდან პირველად ცხოვრებაში ხელში ავიღე ფოტოაპარატი, მის შემდეგ იგი ჩემი ცხოვრების ერთგული მეგზურია... მოხარული ვარ ბოკეს ოჯახში გაერთიანების. იმედია ჩვენს გაცნობას ექნება დიდი მომავალი.