მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვუხადო იმ ბოკელებს ვინც ცხოვრებაში როგორც თავის (ფოტოგრაფიის) მასწავლებლად მცნობს და აქამდე არ შევხმიანებივარ ბოკეზე... როცა მათ სურათებს ვხედავ და შეფასებებს ვკითხულობ სადღაცა რაღაცა მსიამოვნებს, ხოდა ეხლა რეგისტრაციაც გავიარე. ვარ რამაზი წიკლაური, 42 წლის თბილისელი, პროფესიით სამხედრო-საზღვაო: შტურმანი, სამოქალაქო: მაგისტრი ისტორიასა და სამართალმცოდნეობაში. საქმიანობა: ვმსახურობდი სამხედრო-საზღვაო ძალებში, ჯერ დიდი იმპერიის, მერე დაშლილი იმპერიის, 92 წლიდან ჩვენი ლამაზი სამშობლოსი, 22 წელი ვიმსახურე შეიარაღებულ ძალებში. ვარ სამხედრო ხომალდის ფრეგატის (აწ უკვე ყოფილი) შტურმანი , კაპიტნის თანაშემწე, კაპიტანი. სამხედრო ძალების სხვადასხვა რანგის ოფიცერი. ამჟამად პენსიონერი (ჩინით პოლკოვნიკი). მინახია ომიც და მშვიდობაც, ვარ მსოფლიოს 28 ქვეყანაში ნამყოფი, ავსტრალიის და ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე მიცხოვრია გარკვეული პერიოდი. ამჟამად ვმუშაობ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. დაოჯახებული ორი შვილი, გოგო და ბიჭი. ხობი: ნადირობა თევზაობა, მთებში ხეტიალი, ვკითხულობ ყველაფერს თუ რამე საინტერესოა, ფოტოგრაფია: პიონერთა სასახლის კურსები 78 წელს. ფოტოგრაფირება და ფოტოკრიმინალისტიკა - 87 წელს კიევში. მხოლოდ მოყვარული, პირველი სურათი 78 წელს გადავიგე და გავამჟღავნე (მამაჩემის დახმარებით), დღემდე აპარატი ხელიდან არ გამიშვია, უპირატესობას ვანიჭებ ფირს, საქართველო მოვლილი მაქვს სულ ცოტა 8 ჯერ და 10% -იც არ მინახია მგონია.. wooow რამდენი გამოვიდა.. მოვრჩე მონოლოგს თორემ გამაგდებენ ბოკედან