მოკლედ ნუ ვიცი რო დიდი ხანია ეს პრობლემმა თბილისში მაგრამ განსაკუთრებით ეხლა ეს თემა პირადად მე შემეხო....
კოდაკის მაღაზია რომ კოდაკია, კოდაკ ულტრა 200 იქით ფირი აღარ იშოვება (მელიქიშვილზე ყველაზე საუკეთესო და ერთადერთი სახეობაა 200-იანი ისსიც 12 კადრიანი)... ნუ პროფოტოზე ზედმეტია ლაპარაკი ან პორტრაზე... 1 წლის წინ შედარებით ნუ ეს ბოლო 2 ფირი იშოვებოდა ასე თუ ისე... ნუ ზაზასთან არის შედარებით არჩევანი..... მაგრამ იქნებ სხვა ადგილი იცოდეთ სადაც შეიძლება კოდაკ ულტრას გავცდე.... და კიდევ, დღეს კიდობანთან ვნახე KONICA MINOLTA / Centuria SUPER 200, ხოდა ნამდვილად არ მქნია ამ ფირთან შეხება და როგორია ხომ არ იცით? ისევ კოდაკის ულტრა ჯობია?
რადგან ფირებზე წავიდა საუბარი, ერთი რამ მინდა გკითხოთ გამოცდილ ფიროსნებს.
მე თავისუფლების მოედანზე, კონიკაში ვამჟღავნებინებ და ვასკანერებინებ ხოლმე ფირებს (ნუ, კოდაკ 200-ის მეტი არც იქ აქვთ სხვა რამე). ჰოდა ამ ბოლო დროს ასეთი გადაწითლებულ-გადაციანიდებული კადრები ამოდის. როგორც ამიხსნეს, დაძველებული ან ცუდი გამამჟღავნებელი ხსნარის შედეგია. ჰოდა, მაინტერესებს, ზაზასაც თუ მოსდის ასეთი იაღლიშები?